ჩვენი სერვისები

ადრეული (მძიმე) ბავშვობის კარიესი

პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგია

ენდოდონტია

ესთეტიკური სტომატოლოგია

იმპლანტოლოგია

ორთოდონტია

პაროდონტოლოგია

ორთოპედია

ორთოპედია სტომატოლოგიის მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ჯანსაღი ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკას და მათი მიზეზებისა თუ შედეგების მკურნალობას. ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივის დეფექტების აღმოფხვრა, თანკბილვის ანომალიათა გასწორება და საუბრის სრულფასოვანი ფუნქციის აღდგენა. ორთოპედიული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს  გამოვასწოროთ დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია და მეტყველების დეფექტები, ამასთან ერთად, ორთოპედიული მკურნალობის შემდეგ პაციენტის სახეს უბრუნდება სიმეტრია და იზრდება ნაკვთების ესთეტიკურობა. ვინირები -  ვინირება, ესთეტიურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული   მეთოდია, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება და მათ ძირითადად გამოიყენებენ ორთოპედიული მიზნით. კერამიკული, ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს. თითო ვინირის სისქე დაახლოებით 0.3-0.5 მილიმეტრია და ისინი გარედან ეკვრიან კბილს.

  • ვინირი 360 - ფუნქციურად იგივეა რაც კლასიკური ვინირი.  კლასიკური ვინირებისგან განსხვავებით ვინირ 360-ის საშუალებით იფარება კბილის მთლიანი ზედაპირი. თხელი ფაიფურის ფირფიტა გარედან ეკვრის კბილს ყველა მხრიდან და იცავს მას არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდებნობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.

  • ჩანართი - ჩანართი არის იგივე ფაიფურის ბჟენი, რომელიც გამოიყენება დიდი ზომის ბჟენების ან კბილის ბუნებრივი ქსოვილების (კიდეების) მოტეხვის რისკის არსებობისას. ბჟენისგან განსხვავებით ის არ იცვლის ფერს, გაცილებით მტკიცედ ფიქსირდება ბუნებრივ ქსოვილებზე და ნაკლებად ექვემდებარება ცვეთას.

  • ხიდები - სტომატოლოგიური ხიდებიც ადენტიის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, დენტალური იმპლანტაციისაგან განსხვავებით, ხიდებით ადენტიის მკურნალობის დროს გვირგვინის საყრდენს წარმოადგენს არა ყბის ძვალი არამედ გვერდითი კბილები.

  • გვირგვინი - გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა დაზიანება დიდი მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი, პათოლოგიური ცვეთა. ასევე, გვირგვინები გამოიყენება დენტალურ იმპლანტებზე რესტავრაციის შესასრულებლად. მასალის მიხედვით გვირგვინები შეიძლება იყოს: ფაიფურის, ცირკონის, ლითონ ფაიფურის, პლასტმასის. ნებისმიერ შემთხვევაში ფუნქციური და ესთეტიური მხარე მაქსიმალურად ემსგავსება ბუნებრივ კბილებს.

გაღების საათები

ორშაბათი

10:00 - 20:00

სამშაბათი

10:00 - 20:00

ხუთშაბათი

10:00 - 20:00

პარასკევი

10:00 - 20:00

შაბათი

10:00-20:00

კვირა

11:00 - 18:00

CONTACT

(+995) 555 58 53 56

Smileagency2020@gmail.com

მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძის 14, Tbilisi, Georgia

გაღების საათები

ორშაბათი

10:00 - 20:00

სამშაბათი

10:00 - 20:00

ხუთშაბათი

10:00 - 20:00

პარასკევი

10:00 - 20:00

შაბათი

10:00-20:00

კვირა

11:00 - 18:00

CONTACT

(+995) 555 58 53 56

Smileagency2020@gmail.com

მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძის 14, Tbilisi, Georgia

გაღების საათები

ორშაბათი

10:00 - 20:00

სამშაბათი

10:00 - 20:00

ხუთშაბათი

10:00 - 20:00

პარასკევი

10:00 - 20:00

შაბათი

10:00-20:00

კვირა

11:00 - 18:00

CONTACT

(+995) 555 58 53 56

Smileagency2020@gmail.com

მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძის 14, Tbilisi, Georgia